გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ცალკეულ წევრებს: ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს და საკუთარი ბიოგრაფიიდან გუშინდელი დღე გაიხსენოს

18-04-2023

ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს  და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით,  იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ისეთი აქტივობები განახორციელონ, რაც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს შეუშლის.

 

„მართლა რომ იყოს მტკიცებულება და ნიშანი იმისა, რომ ობიექტურად დაედო ვიღაცას სანქცია, ამ შემთხვევაში კი სავიზო შეზღუდვა,  რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამაზე უნდა ჩუმდებოდეთ, რომ სახელმწიფოს არ მიადგეს ზიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.

 

თქვენ, ამ დროს მავნებლობთ მაინცდამაინც და ამ დროს გინდათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაშიც შემდეგ, შეიძლება თეორიაში, თქვენს ოცნებებში გამოძერწოთ ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი ამ დონის მავნებლები ბრძანდებით „ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი და ეს არის სიმართლე, რომელიც ძალიან გტკივათ და ძალიან გწყინთ. აღარ გავაგრძელებ, აქ რაღაც ეპითეტებით რას კადრულობს ზოგიერთი თქვენგანი.

 

კაცობა უნდა გააჩნდეს ჯერ და მერე იკადროს და არც კაცობა გააჩნია, ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაც-ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა მოუხმოს გონებას და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930