19-04-2023
დღეს, ზედიზედ მეორე დღეა, „რუსულმა ოცნებამ“ პარალიზება გაუკეთა საპარლამენტო მუშაობას. მათ, პრაქტიკულად, შეაჩერეს საკანონმდებლო საქმიანობა, ოღონდ არ შეიქმნას მოსამართლეების კორუფციასთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისია - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეს იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში გვაქვს სისტემური კორუფცია და პარლამენტიც და სასამართლოც ამ კორუფციული ჯაჭვის რგოლები არიან.
„რუსული ოცნება“ არის დესტრუქციული, თაღლითური, მაფიოზური გაერთიანება, რომელიც შიშითა და ტყუილით მართავს ქვეყანას. შედეგად,სახეზე გვაქვს ქვეყნის რეგრესი ყველა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
იმედისმომცემია, რომ მოსახლეობის 90 %-ს უნდა ევროკავშირის წევრობა და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ეს ძალა და მონდომება ძალიან მალე შეცვლის ამ თაღლით ხელისუფლებას!" - აცხადებს ოქრიაშვილი.
16-11-2024
16-11-2024