გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა ლომინაძე: დაუშვებელია პოლიტიკური ქულების დაწერა მით უმეტეს, ისეთ ბავშვებზე, რომლებიც ჩვენგან თანადგომას მოითხოვენ

21-04-2023


პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, კომიტეტი თავიდანვე იყო ჩართული ამ პროცესში. როგორც ლომინაძემ განაცხადა დღესაც აქტიურად მიმდინარეობს განხილვები და დაუშვებელია ამ თემით პოლიტიკური ქულების დაწერა.

 

ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა თუ რამდენად იშვიათ დაავადებაზეა საუბარი და გაიხსენა, რომ შარშან ჯანდაცვის კომიტეტმა მთავრობასთან ერთად განიხილა და 25 მილიონიდან 30 მილიონამდე გაზარდა იშვიათი დაავადებების დაფინანსება.

 

„პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავიდანვე ჩართული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით-აქონდროპლაზიისა და ამ ბავშვებისთვის წამალ ვოზორიტიდი-ს შემოტანაზე. დღესაც არის შექმნილი ორი საბჭო, რომელიც აქტიურად არის ჩართული და იხილავს როგორი პროტოკოლი დაიწერება საქართველოში, რა საჭიროება იქნება ამ ბავშვებისთვის. არა ერთი, არა ორი, არა სამი შეხვედრა იყო როგორც პარლამენტში, ასევე ჯანმრთელობის სამინისტროში.

 

ყველა კომიტეტის წევრი, ასევე ყველა სამინისტროს წევრი, დაწყებული მინისტრიდან, გუშინაც შედგა შეხვედრა ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, ქალბატონ თამარ გაბუნიასთან. ჩემთვის დაუშვებელია პოლიტიკური ქულების დაწერა ბავშვებზე, მით უმეტეს, ისეთ ბავშვებზე, რომლებიც ჩვენგან თანადგომას, დახმარებას მოითხოვენ. ეს მართლაც სასწაული ბავშვები. სულ დღესდღეობით 17-18 ბავშვია ამ დაავადებით.

 

მოგეხსენებათ რომ 20 დან 30 ათას ცოცხლად ახალშობილ ბავშვზე არის ერთი ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, ამდენად ძალიან იშვიათი დაავადებაა. იმასაც გეტყვით, რომ შარშან ჯანდაცვის კომიტეტმა მთავრობასთან ერთად განიხილა და 25 მილიონიდან 30 მილიონამდე გაზარდა იმ იშვიათი დაავადებების დაფინანსება, რომელსაც ესაჭიროება მედიკამენტები. ასეთი ჩამონათვალი ძალიან დიდი და ბევრი გვაქვს. ყოველდღიურ რეჟიმში ვართ და ვმუშაობთ,“- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930