გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Forbes Woman-მა და თიბისიმ და ქალთა გაძლიერების თემაზე ღონისძიებას „The Power of No" უმასპინძლეს

24-04-2023

თიბისისთან პარტნიორობით, Forbes Woman Georgia-მ 22 აპრილს სასტუმრო „სტამბაში" სამიტი „The Power of No" გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიების, მათ კარიერულ განვითარებაში „არა"-ს როლისა და მათ წინაში არსებული ბარიერების გადალახვის გამოცდილების გაზიარებას.


„The Power of No"-ს ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბა, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდა, ცნებით კატეგორიებად ითარგმნა და ცოდნად იქცა. კონფერენციის ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერები იყო, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სიტყვა „არა" გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.


სამიტი დიალოგის ფორმატში, მომხსენებლების, მოდერატორისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით წარიმარა. სამიტი გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, სპიკერები კი იყვნენ: თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი ცირა კემულარია, „Sciences Po Psia"-ს ლექტორი ეკატერინე ზღულაძე, „ACT Global"-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „AzerTelecom"-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაკაშიძე, "Tag&Match" დამფუძნებელი ანა აგლაძე, „Munchies by food goddess"-ს დამფუძნებელი ირინე ხუნდაძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებების წარმომადგენელი ანა აბაშიძე, „თეთრი კვადრატი"-ს აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი, „აჭარა ჯგუფი"-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი"-ს რექტორი ნინო ენუქიძე, თეოლოგი თამარ გრძელიძე, ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია, ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია, Cellfie-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე, "Forbes Woman Georgia"-ს კონტრიბუტორი თინათინ მაღრაძე.


ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიცაა ქალთა გაძლიერება, პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930