10-08-2018
რუსმა ჟურნალისტმა რომან უდოტმა თავის Facebook გვერდზე აგვისტოს ომი შეაფასა:
„10 წლის წინ ჩემი ქვეყნის მთვრობამ ჩაითრია ჩემი ქვეყანა პირველ ღია ომში.
მთავრობას არ უკითხავს აზრი და მოქალაქეებისთვის არაფერი განუმარტავს. მთავრობამ ეს გააკეთა კონსტიტუციის დარღვევით, შეიყვანა არმია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, ფედერაციის საბჭოს თანხმობის გარეშე.
ეს გახდა დასაწყისი იმ თავბრუდამხვევი სპირალისა, რამაც 10 წლის შემდეგ ამ უფსკრულამდე მოგვიყვანა.
თუმცა მე მახსოვს.მე მახსოვს მოსწავლეთა ევაკუაცია ივლისში სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში.
ომი მზადდებოდა.
მე მახსოვს სროლები და მოკლული ქართველი პოლიციელები ომამდე.
მახსოვს „დაშვებული საბურავი“, რომელმაც სამშვიდობოებს მოლაპარაკებებში მონაწილეობაში შეუშალა ხელი.
მე პირადად ვადევნებდი თვალს და ვთარგმნიდი გაეროს ღამის სხდომასა და ფაქტებს, რომლებზეც დუმდა რუსული პრესა.
მე მახსოვს ტანკისტის მოგონებები, რომელსაც საგაზეთო ინტერვიუში წამოსცდა თავისი დისლოკაციის ადგილი. ის არღვევდა გაეროსთან შეთანხმებას. მისი ტანკი ცხინვალთან ახლოს სამალავში ელოდა ომს.
მე მახსოვს Euronews-ის რუსული სამსახური, რომელიც ინგლისურ სტატიებს ცვლიდა ისე, რომ კადრებში ჩანდა გორი და საუბარი კი იყო ცხინვალზე.
მე მახსოვს ჩურკინის ცრუ, განწირული ძახილი: „ეს გენოციდია“, „ათასობით დაღუპული...“. ეს იყო სიცრუე.
მახსოვს სარკოზი-მედვედევის გეგმა, რომელიც არ შესრულდა.
მახსოვს ოსი მაროდიორები ვიდეოკადრებზე და „მერხიორის კოვზები“ რუსი ჯარისკაცების ჯიბეებში.
მახსოვს რომან დობროხოტოვიც კი, რომელიც დანგრეულ ქართულ სახლში როიალზე დაკვრით ერთობოდა.
2008 წლის არჩევნები, რომელშიც დიმიტრი მედვედევმა გაიმარჯვა, იყო ერთ-ერთი ყველაზე გაყალბებული არჩევნები ისტორიაში. ამას მოჰყვა ის, რომ 5 თვის შემდეგ რუსეთი ცივილიზებულ მსოფლიოს განუდგა.
საქართველო ლამაზი და პატარა ქვეყანაა. იმდენად პატარა, რომ რუსეთისთვის მათთან ომში გამარჯვების აღნიშვნა სამარცხვინოა. „რას აღნიშნავთ? - როგორც ერთმა ბლოგერმა თქვა. - გამარჯვებას ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც მოსკოვის მეტროპოლიტენის დღიური მომხმარებლების ტოლია?“„დღიური ნაკადის“.
და გამარჯვებაც არ ყოფილა. ყველა სახმელეთო შეტაკებაში ქართულმა ჯარმა გაიმარჯვა. ისინი გატეხეს მხოლოდ ბომბდამშენებმა სტრატოსფეროდან, სიმაღლემ, რომელზეც ხელი არ მიუწვდება ქვეყანას, რომელსაც რაკეტების ნაცვლად ხაჭაპური, ხინკალი და საცივი აქვს.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან გვიან მივხვდით, რომ საბჭოთა წარმოების СУ-24-ებმა დაბომბეს არა გორი, არამეს ჩვენი მომავალი.
საქართველო აღდგა და ის კვლავ მშვენიერია. ჩვენ კი მომავალში უნდა აღვდგეთ ნანგრეევბიდან.
PS. ცოტაში შერცხვენილი ვარ. როგორღაც ამ პოსტის შესახებ გაიგეს ქართველებმა და მას ათასობით ადამიანი ალაიქებს. არ გააკეთოთ ეს, გთხოვთ. ის ამას არ იმსახურებს. ეს არ არის პოსტი ოსეთზე ან საქართველოზე. მათ ადგილას შეიძლება ყოფილიყო - და მალე აღმოჩნდა კიდეც - სულ სხვა ქვეყნები.
ესაა სრულიად პრორუსული პოსტი ჩემს უბედურ, უიღბლო, მოტყუებულ და დიად ქვეყანაზე. ესაა შინაგანი ტკივილი. არ გინდათ. ჩათვალეთ, რომ ეს გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანელის პოსტია. ესაა პოსტი ცრუ პროპაგანდაზე. ახლა აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტებსაც კი სურთ ჩემგან ინტერვიუს აღება. მე სათქმელი არაფერი მაქვს".