გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება

26-04-2023

„ნაცმოძრაობა“ უკვე უმძიმეს დღეშია, მათ შორის, რეიტინგების კუთხითაც. იშლება ეს პოლიტიკური პარტია და ეს პროცესი ალბათ, აუცილებლად გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ეს პროცესები 2024 წლის ჩათვლით უნდა გაგრძელდეს, იმისათვის, რომ “ნაცმოძრაობა“ აღარ იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

როგორც კობახიძემ განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ კოლექტიური ფენომენია და მნიშვნელოვანია არა კონკრეტულად პარტიის, არამედ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განეიტრალება. 

 

„აქ ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი: მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც „ნაცმოძრაობა“ რეალობაში იქნება. ეს არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის მათ შორის, „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ზურა ჯაფარიძე, ხოშტარია და ა.შ. - ისინი ერთობლიობაში არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

 

აქედან გამომდინარე, მთავარია არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის განეიტრალება ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, არამედ აუცილებელია სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და საზოგადოების ძალისხმევაც აქეთ უნდა იყოს მიმართული“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031