9-01-2018
ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლითა და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გამოთვლით, Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
საქართველო რეიტინგში 108-ე ადგილზეა, $10.099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი - 114-ზე.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების პირველი ათეული ასეთია:
1. კატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512)
2. ლუქსემბურგი ($100 991)
3. მაკაო ($87 845)
4. სინგაპური ($86 854)
5. ბრუნეი ($77 662)
6. ქუვეითი ($70 587)
7. ირლანდია ($69 374)
8. ნორვეგია ($69 031)
9. არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947)
10. სან-მარინო ($64 465)