გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეგონა ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქალბატონი ელჩი, თუმცა „გარაჟში“ არ ველოდი! - გოგა ხაინდრავა კელი დეგნანზე

29-04-2023

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას დაესწრო.


არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამის წინააღმდეგი იყო. უარის მიღების შემდეგ ცოტაძემ დახმარებისათვის ამერიკის ელჩს მიმართა. აღნიშნულ ფაქტს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ეხმაურება.


„მეგონა ვეღარაფრით გაგვაკვირვებდა ქ-ნი ელჩი თუმცა გარაჟში არ ველოდი! რა დაგემართათ ამ ჰეგემონ ქვეყანას? რა ინვესტიცია გაქვთ ჩადებული ამ გარაჟში, რა სჭირს დასაცავი ან ვისგან იცავთ გაგვიმხილეთ, თუ პირადად არა ღია წყაროებიდან მაინც ანდა საპარლამენტო გარაჟდამცავი კომისია შექმენით!“, - წერს ხაინდრავა ტვიტერზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31