გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის - რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების დაყენება

29-04-2023

რადიკალურ ოპოზიციას აქვს რადიკალურად შემცირებული რეიტინგი, შესაბამისად, მათ ვერ გარისკეს, ვერ გაბედეს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების დაყენება ეს არის სავსებით ლოგიკური, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კობახიძის განცხადებით, რეგიონებში რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებში კანდიდატურების დაყენებაზე უარის თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ.

 

„რა თქმა უნდა, 2024 წელსაც ასეთივე ვითარება, ასეთივე სურათი გვექნება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციამ საკუთარი კანდიდატურები არ დააყენა, იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებდნენ. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ნიშნავს იმას, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია - ეს იყო რეალური მიზეზი, რატომაც მათ არ დააყენეს კანდიდატურა“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31