გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: გუშინდელმა შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა

30-04-2023

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისში საკრებულოს წევრებს, მუნიციპალიტეტის მერთან ერთად შევხვდი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.


„შეხვედრაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი მასშტაბური პროექტები განვიხილეთ, რაც ზუგდიდში მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ვითარებას.

პარტიის ადგილობრივ ბირთვთან შეხვედრებს ინტენსიურად გავაგრძელებთ, დავგეგმეთ მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები.


შევეხეთ გუშინდელ შუალედურ არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველა საარჩევნო ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები.


ვისაუბრეთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ჩვენს გეგმებსა და საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ საკითხებზე“, - აცხადებს ჩიქოვანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031