გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციელებს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის კურსი ჩაუტარდათ

11-08-2018

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის 20 თანამშრომელს ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.


სწავლებას ამერიკელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. ტრენინგი პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. სასწავლო კურსი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით ჩატარდა.


მაღალი ქულების მქონე 10 მონაწილე სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება და ტრენერთა ტრენინგს გაივლის.


უწყების ინფორმაციით, სწავლების მიზანი იყო ექსტრემალურ სიტუაციებში ავტომანქანის მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერება.


შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებისთვის მსგავსი ტიპის ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30