1-05-2023
თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მოხსენებით წარსდგა. შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს და თავდაცვის ძალების გაძლიერების რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება.
კომიტეტის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მოისმინეს მიმართულებებზე, რომელიც თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომ ამაღლებასა და გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტანკსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, კონტრ-მობილურობისა და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან.
სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ.
16-11-2024
16-11-2024