გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თორნიკე რიჟვაძემ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა - ATM დუბაის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

1-05-2023

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "ATM" დუბაი 150 ქვეყნის 2000-ზე მონაწილეა წარმოდგენილი. აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს მსოფლიოში უმსხვილეს გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარმოადგენს.


საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.


დუბაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საქმიანი ტურიზმის კუთხით ერთი-ერთი უმსხვილესი გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები, ტურისტული კომპანიები, სასტუმროები, ავიაკომპანიები, მედიისა და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31