გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე “რადიო თავისუფლების” სტატიაზე: ამ ორი პოლიტოლოგის წერილი ქვეყნისთვის საზიანოა, მათი გულწრფელობა კი დიდ კითხვებს ბადებს

1-05-2023

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე “რადიო თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვით, პოლიტოლოგები აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს წერილით მიმართავენ, სადაც ნათქვამია, რომ "მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები".

 

თუ რატომ გაჩნდა ეჭვები რომ ზემოაღნიშნული შეკვეთილი სტატიაა, სალუქვაძე ერთ-ერთ მიზეზად სათაურის და მთავარი მოთხოვნის შეუსაბამობას ასახელებს.

 

მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა. სათაურში კი წერენ, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას.

 

მისივე თქმით, “რადიო თავისუფლება” ამ ყველაფერს “ნაციონალური მოძრაობის” და მისი მოკავშირეების მეშვეობით იგებს, რომლებსაც ამ ორ პოლიტოლოგთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.

 

“გუშინ რადიო «თავისუფლებამ» სტატია გამოაქვეყნა ასეთი სათაურით: "პოლიტოლოგების წერილი აშშ-ის ოფიციალურ პირებს და კონგრესს: "მოსკოვს კიდევ აქვს საქართველოში პოლიტიკური და სამხედრო ჩარევის შესაძლებლობები" რატომ გაჩნდა ეჭვები, რომ შეკვეთილი სტატიაა? პირველი. ორმა პოლიტოლოგმა რატომ მიწერეს წერილი საქართველოს შესახებ ამერიკის ოფიციალურ პირებს? ასეთი ტიპები, თუ ღია წყაროებში ინფორმაციებს მოიძიებთ, უფასოდ გამარჯობას არ ამბობენ. დავუბრუნდები.

 

მეორე. ბევრი წყალით გაზავებული ტექსტის, სათაურის და მთავარი მოთხოვნის შეუსაბამობა. მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაა. სათაურში კი წერენ, რომ რუსეთი ინარჩუნებს სამხედრო ჩარევის შესაძლებლობასო. ჰოდა, მინდა ვკითხო ამ ორ პოლიტოლოგს, თუ რუსეთი სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ინარჩუნებს, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ამ საფრთხეს მოხსნის? ვინმესთვის სანქციების დაწესება რუსეთის საქართველოში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას შეამცირებს? ჩვენს უსაფრთხოებაზე თუ გული შესტკივათ, შვედეთი და ფინეთი, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან, მყისიერად ნატოში რომ გააწევრიანეს, საქართველოს საკითხიც დაეყენებინათ? სხვათა შორის ერთ-ერთი პოლიტოლოგი შვედია.

 

მესამე. თუ ერთ დღეს ორმა პოლიტოლოგმა თუ ამერიკის მთავრობას წერილები მისწერეს, მეორე დღეს რადიო «თავისუფლება» როგორ იგებს? როგორ იგებენ და ნაციონალური მოძრაობის და მისი მოკავშირეების მეშვეობით, რომლებსაც ამ ორ პოლიტოლოგთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ორიდან ერთ-ერთი ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტის დამფუძნებელი, 83 წლის სტივენ ფედერიკ სტარია. ამ ინსტიტუტთან (The Central Asia-Caucasus Institute) აქტიურად თანამშრომლობენ სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, ბათუ ქუთელია და სხვები.

 

თუ ამ ინსტიტუტის გვერდზე მოძებნით, იპოვით ქართველი ოპოზიციონერების უამრავ სტატიას. ინსტიტუტთან თანამშრომლობა არაა პრობლემა. პირიქით. ოღონდ მთავარია, ვინ რას წერს?! სამი დღის წინ ამ ინსტიტუტის ვებ გვერდზე სერგი კაპანაძის სტატია გამოქვეყნდა - "საქართველოს რუსეთისკენ შემობრუნების ანატომია", რომელშიც წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლოსაა რუსეთისკენ შემოსაბრუნებლად.

 

ანუ, 28 აპრილს ეს სტატია იბეჭდება, შემდეგ, ალბათ 29-ში ის ორი პოლიტოლოგი წერილებს აგზავნიან, ხოლო უკვე 30-ში რადიო «თავისუფლება» ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჩახედულები მიხვდებიან, რომ ჩვეულებრივი საინფორმაციო ღონისძიებაა, ერთი დიდი გეგმის ნაწილი. მეორე პოლიტოლოგი, ამავე ინსტიტუტის დირექტორი სვანტე კორნელია, რომელიც შემჩნეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ლობიზმში საერთაშორისო არენაზე და პროაზერბაიჯანული პუბლიკაციების და წიგნების გამოქვეყნებაში.

 

აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. ამიტომ არ ვწერ ამ ფაქტის შესახებ. უბრალოდ, კითხვა დავსვათ, რატომ ლობირებს კორნელი აზერბაიჯანს და მის პრეზიდენტს და რატომ ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს? როცა ოპოზიცია ხელისუფლებას უპირისპირდება, პოლიტიკურად ებრძვის, ეს ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ როცა ეს ბრძოლა საერთაშორისო არენაზე გადააქვთ, ქვეყნის ინტერესები ზიანდება. აღიარა ხომ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ თურმე ოპოზიციის ნაწილისთვის ქართული ოცნების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება მიუღებელია. ეს ყველაფერს ხსნის. მოკლედ, ამ ორი პოლიტოლოგის წერილი ქვეყნისთვის საზიანოა, მათი გულწრფელობა კი დიდ კითხვებს ბადებს”- წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930