გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს

2-05-2023

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს.
აღნიშნული მიზნით, მორიგი ღონისძიება კახეთის რეგიონში გაიმართა, რომელსაც ონის მუნიცპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე - ბაჩანა მარკოიშვილი და სამოქალაქო საკითხებში მერის მრჩეველი - თამარ ხომასურიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრა ანტიდისკრიმინაციული და ინკლუზიური კომუნიკაციის საკითხებსა და საუკეთესო პრაქტიკის სასწავლო გზის შესახებ მსჯელობას დაეთმო.
ორდღიან სემინარში, პროექტის - ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - ნატალია ვუტოვასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დირექტორთან - რაფაელ ბენიტესთან და ათეა-ს აღამსრულებელი საბჭოს წევრთან - ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ- მინისტრის მრჩეველმა - ნიკო თათულაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ლაშა დარსალიამ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა - ალექსანდერ კარნერიმ.
სემინარის ძირითად თემას ინკლუზიური კომუნიკაციის გაძლიერება წარმოადგენდა, რაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების განმარტებით, ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის წვდომისა და ცნობიერების ამაღლების ეფექტიანი კამპანიების დაგეგმვისთვის გამოიყენება.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა, ასევე დეტალურად იმსჯელეს მოწყვლადი თემების გამოწვევებზე და აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციულ სავარჯიშოებში, რომლებიც ინკლუზიური კომუნიკაციის უნარების გაძლიერების მიზნით მოეწყო.
ევროპის საბჭოს ხილვადობის კვირეულში გამართული სემინარი, პროექტის -"საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება" ფარგლებში მოეწყო

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930