გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: პრემიერ-მინისტრის წერილი პრეზიდენტ ტრამპს დროული და აუცილებელია - სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბზარები არ უნდა არსებობდეს

13-05-2025

პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, რადგან აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს.


„პრეზიდენტ ტრამპისადმი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილი აქტუალური და საჭიროა, აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა. სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ასეთი ბზარები არ უნდა არსებობდეს და მუდმივი დიალოგი არასდროს უნდა შეწყდეს.


საქართველოს მთავრობის მეთაური უზუსტეს აქცენტს აკეთებს და წერილში აღნიშნავს: „რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის“...“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30