გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაიში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს

3-05-2023

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტული გამოფენის „ATM Dubai 2023“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტული და ავიაკომპანიების, საერთაშორისო მედიისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებს შეხვდა. მაია ომიაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ტურისტული მიმართულებები და ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის „Starring Georgia”-ს ფარგლებში ჩასატარებელი კონცერტების შესახებ, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.

ინტერესი ძალიან მაღალია. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მარკეტინგულ, საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან, მათ გავაცანით ტურისტული პროდუქტი საქართველოს შესახებ. აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესია ზაფხულში დაგეგმილი “Starring Georgia” პროექტის მიმართ, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავების მასპინძლობას გულისხმობს“,-განაცხადა მაია ომიაძემ.


შეხვედრები გაიმართა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაჯავშნის პლატფორმის Skyscanner-ის წარმომადგენლებთან, სადაც ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის შესახებ ისაუბრეს.

 

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა საქართველოს წარმომადგენლებთან.  დიდი სიამოვნებით ველოდებით დავიწყოთ ერთობლივი მარკეტინგული კამპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Skyscanner-თან ერთად.  ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსთვის მარკეტინგული კამპანიების გამართვის შესახებ ევროპაში, ასევე ჩვენ გვაქვს საინტერესო იდეები სპარსეთის ყურის ქვეყნებთან დაკავშირებით“,-ამბობს Skyscanner-ის წარმომადგენელი ზეინებ ბიგალი.


 შეხვედრის პარალელურად საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები დუბაიში პოტენციურ პარტნიორებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის, ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.  უცხოელი ტუროპერატორები საქართველოს სამთო, საზღვაო და გამაჯანსაღებელი კურორტებით დაინტერესდნენ.


ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულიადმინისტრაცია  კერძო სექტორის  52 კომპანიასთან ერთად არის წარდგენილი.


დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „ATM Dubai 2023“150-ზე მეტი ქვეყნის 2 ათასზე მეტი კომპანია მონაწილეობს.  გამოფენას 34 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930