3-05-2023
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ქადაგიძის თქმით, ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში.
„წყალწაღებულ ხაბეიშვილს, ქვა აღმართში დაეწიაო, ისე ამოაპანღურა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, რომ თავისუფალ ვარდნაშია ეს საცოდავი... ისე, როგორი პარადოქსია, როდესაც "IRI" ერთ ვერსიას გვთავაზობს და "NDI" მეორეს.
ცოტა ახლო ახლოს, რომ დაეწერათ ციფრები ვერა? ჰო და... თუ კი მაგ კვლევებით საზრდოობთ რადიკალები, დაკმაყოფილდით 5%-ს. ყველაზე სანდო და ლეგიტიმური კვლევა კი არჩევნებია, რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ ჩატარდა და თვალნათლივ აჩვენა რეალური განწყობები საქართველოში,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024