გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვატო შაქარიშვილი პრემიერ-მინისტრის კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობაზე: მიმდინარე კონფერენცია დაცლილია ზედაპირული აზროვნებისგან, იქ საუბარია ბუნებრივი, უნივერსალური და მარადიული ღირებულებების გაფრთხილებაზე

4-05-2023

ღრმად მწამს, რომ გლობალიზაციის, ომების, კრიზისების, ფსევდო-ლიბერლური აგრესიის თანამედროვე სამყაროში, მხოლოდ ქრისტიანული, ოჯახური, ტრადიციული, კონსერვატიული ღირებულებათა საყრდენი გადაარჩენს საქართველოს და არა მარტო, ზოგადად ადამიანს, პიროვნებას, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც ბუდაპეშტში იმართება, მნიშვნელოვანია, ვინაიდან მთავრობის მეთაური ახალ პოლიტიკურ რეალობაში ქვეყანას გზას უკაფავს. მისივე განმარტებით, მიმდინარე კონფერენციაზე, სხვა კონფერენციებისა და ფორუმებისგან განსხვავებით, ომის წახალისების ნაცვლად, ხაზი გაესვა მშვიდობის დამყარების აუცილებლობას. „ევროპაში, ერთმანეთის პარალელურად ორი ღონისძიება იმართება - სტრასბურგში(ევროპარლამენტში) გამოფენა სახელწოდებით - “სექსუალური გეი იესო” და ბუდაპეშტში - ყოველწლიური კონსევატიული კონფერენცია. სიმბოლურია, რადგან სწორედ ეს არის მთელი ამ ბრძოლის შინაარსი - ფსევდო ღირებულებების დაპირისპირება, დროში გამოცდილ, მარადიულ ფასეულობებთან! ჩვენ, იმ ღირებულებათა სისტემას ავირჩევთ, რაზეც პრემიერმა ისაუბრა თავის შესანიშნავ გამოსვლაში, ქართველმა ნაც-ლიბერალებმა კი, იმ გამოფენით ისიამოვნონ! ღრმად მწამს, რომ გლობალიზაციის, ომების, კრიზისების, ფსევდო-ლიბერლური აგრესიის თანამედროვე სამყაროში, მხოლოდ ქრისტიანული, ოჯახური, ტრადიციული, კონსერვატიული ღირებულებათა საყრდენი გადაარჩენს საქართველოს და არა მარტო, ზოგადად ადამიანს, პიროვნებას. დღევანდელი კონფერენცია მრავალმხრივ მნიშნელოვანი იყო.

 

დავინახეთ, რომ მარტო არ ვართ და ევროპასა და ამერიკაში გვყავს ბუნებრივი მოკავშირეები, რომლებიც ჩვენსავით ფიქრობენ, მსჯელობენ თუ როგორ უნდა გადავურჩეთ პროგრესის სახელით მომავალ ბოროტებას, როგორც ინდივიდები და როგორც სახელმწიფოები. ძალიან საამაყოა, რომ ამ პიროვნებებით ღატაკ დროებაში საქართველოს ჰყავს ისეთი ლიდერი, როგორიც არის ირაკლი ღარიბაშვილი. მიმდინარე კონფერენცია დაცლილია ზედაპირული აზროვნებისგან, ტრენდული, უსულო და უშინაარსო პოლიტ-კორექტულობისგან, იქ საუბარი მიდის არა ენჯეო-გაიდლაინების აღსრულებაზე, არამედ ბუნებრივი, უნივერსალური და მარადიული ღირებულებების გაფრთხილებაზე. ასევე, სხვა კონფერენციებისა და ფორუმებისგან კიდევ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ომის წახალისებისა, ხაზი გაესვა მშვიდობის დამყარების სასიცოცხლო აუცილებლობას! საბოლოო ჯამში უნდა ითქვას, რომ პრემიერი ღირსეულად უკაფავს გზას საქართველოს, ახალ მსოფლიო პოლიტიკურ რეალობაში!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930