13-08-2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდანტურა არ ეყოლებოდა.
"ჩვენ არ გვეჩქარება ჩვენი პოზიციის დაფიქსირება საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. გვაქვს ვადა. სამართლებრივი ვადა არის 8 სექტემბერი, თუ არ ვცდები. დაახლოებით თითქმის 1 თვე და შესაბამისად ვიმოქმედებთ. იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, როცა განხილვა წარიმართებოდა. იყვნენ უმრალვესობაში ადამიანები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ჯობდა ჩვენი მხირდან ყოფილიყო დაყენებული კანდიდანტი, თუმცა საბოლოოდ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება არ წარსდგება თავისი კანდიდანტით ამ არჩევმენში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
19-12-2024
18-12-2024