გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ

9-05-2023

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ამ მოვლენას საქართველოდან 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათ თავდადებაზე დგას მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში.


„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეოცე საუკუნის ამ უდიდეს მოვლენას, ჩვენი ქვეყნიდან, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა (იმ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 1/5). სწორედ ამ თაობის თავდადებაზე დგას არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში. დღეს დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი გვყავს საქართველოში, გმირობის და შეუპოვრობის ცოცხალი სიმბოლოები და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და დღეგრძელობა მათ. ჩვენი წინაპრების გაწეული ღვაწლი ცალსახად ეროვნული სიამაყის საფუძველია.


გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ“- წერს ბაჩო ოდიშარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30