გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არ არის; ეს რომ ასე იყოს აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს

11-05-2023

„არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის რა თქმა უნდა არ არის. ეს რომ ასე იყოს ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ იმიტომ, რომ ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა რამე და სტრატეგიული პარტნიორობა არის სრულიად სხვა რამე“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან.

 

მისივე თქმით ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ისე, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას.

 

„რაც შეეხება ფრენებს. საუბარი ჰქონდა ჩვენს კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის არაერთი ქვეყანა სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა ფრენები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის არის ისრაელი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არის პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატოს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები. ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი- აქაც არის პირდაპირი ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ოპოზიცია ცდილობს ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930