11-05-2023
დიპლომატიის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის რაღაც სრულიად ახალ, მახინჯ გამოვლინებას ვადევნებთ თვალს. კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება, შეუთავსებელია არა მხოლოდ მეგობარი და პარტიორი, არამედ მტრულად განწყობილი, უფრო მეტიც, ომში მყოფი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვისაც კი- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.
როგორც ვატო შაქარიშვილი აღნიშნავს, ელჩის მხრიდან გირჩის ტრეინიგებთან კავშირის ფორმალური უარყოფა, რეალობას ვერ შეცვლიდა, საჯაროდ დადასტურებულია, რომ ეს ყველაფერი ამერიკული დაფინანსებით ხორციელდება, მაგრამ, დეგნანის ეს ცინიკური და თავხედური კომენტარი ყველა ზღვარს გასცდა.
„დიპლომატიის და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის რაღაც სრულიად ახალ, მახინჯ გამოვლინებას ვადევნებთ თვალს. კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება, შეუთავსებელია არა მხოლოდ მეგობარი და პარტიორი, არამედ მტრულად განწყობილი, უფრო მეტიც, ომში მყოფი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვისაც კი. ცხადია, ელჩის მხრიდან გირჩის ტრეინიგებთან კავშირის ფორმალური უარყოფა, რეალობას ვერ შეცვლიდა, საჯაროდ დადასტურებულია, რომ ეს ყველაფერი ამერიკული დაფინანსებით ხორციელდება, მაგრამ, დეგნანის ეს ცინიკური და თავხედური კომენტარი ყველა ზღვარს გასცდა - დიახ, ჩვენ ვდგავართ ისეთი ძალების უკან, რომლებიც ქვეყანაში შეიარაღებულ გადატრიალებებს გეგმავენო! დიახ, ჩვენ მარტო პარკინგებს კი არ ვანაწილებთ, ფულს ვხარჯავთ, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ისწავლონ, როგორ გახდნენ “უკეთესი მოქალაქეებიო…” საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა კელი დეგნანს, მექსიკის, კოლუმბიის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩს ამერიკაში იგივე რომ გაეკეთებინა…?!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024