14-05-2023
„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ…“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, „თავისუფლების აკადემია - ცვლილებების სკოლა“ განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგაა განწყობილი, ვინც მშობლების დანომვრის მომხრეა და ვისთვისაც სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნება რუსულ საქმესთან ასოცირდება.
„უფასო სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. თუ თქვენ: დაგღალათ ზღაპრებმა ღმერთის თაობაზე; გაღიზიანებთ ლეგენდა წილხვდომილობაზე; ნერვებს გიშლით ცოცხალი პატრიარქი; ხელები გექავებათ ეკლესიის ასაფეთქებლად; ხართ დანომრილი მშობლების პოტენციური რომელიმე, თქვენთვის მისაღები, გენდერის მატარებელი; ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებს მიიჩნევთ ანაქრონიზმად; გულის სიღრმეში სახელმწიფო ენად უკრაინულს აღიარებთ; თქვენი წინაპრები კანიბალები იყვნენ; სოხუმი და ცხინვალი წინსვლისა და დასავლური პროგრესის „რუსული ღუზა“ და „ბალასტია“; მაშინ “ - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024