15-05-2023
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი ტაბატაძე სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ტაბატაძე წერს, აღნიშნული პოლიტიკოსებიდან, ერთი ქართველი ლიბერალებისთვის არის მიუღებელი, ხოლო მეორე - ქართველი კონსერვატორებისთვის. შესაბამისად, მისი თქმით, „ქართველი *ლეა“, იმის მიუხედავად, ლიბერალია თუ კონსერვატორი.
„მარცხნივ ქართველი კონსერვატორების მიერ ფაშისტად შერაცხული და მარჯვნივ ქართველი ლიბერალების მიერ ფაშისტად შერაცხული ადამიანები - ღირსება და სინდისი... ყველა მსჯელობას, რომის არ იყოს, მივყავართ იქამდე, რომ ქართველი *ლეა, გინდა ლიბერალი იყოს და გინდა კონსერვატორი“ - წერს გიორგი ტაბატაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024