გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები ხაზს უსვამს ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებას

15-05-2023

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, რეკორდულია 2023 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა.


მისი განცხადებით, აპრილის თვის მონაცემებით, ექსპორტის დაახლოებით 20 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება და მისი მოცულობა ნახევარ მილიარდ აშშ დოლარამდეა, ხოლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 23.5 პროცენტიანი ზრდაა.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საგარეო-სავაჭრო ბრუნვა - პირველი ოთხი თვის განმავლობაში მისმა მოცულობამ დაახლოებით 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.


„უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია, მეორე მხრივ, პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის ეფექტიანად გამოყენებასთან და ასევე ხაზს უსვამს საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930