გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ამერიკელების დაკომპლექტებულ ნაქებ უკრაინულ სასამართლო სისტემაში უკვე ამ ეტაპზე გამოვლინდა 19 (!) მსუყე, კორუმპირებული მოსამართლე

16-05-2023

“არაოფიციალური ცნობებით, მოსამართლეს ქრთამი გადაუახადა ოლიგარქმა კ. ჟევაგომ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება ბანკის “ფინანსები და კრედიტი” გაკოტრების საქმეზე. ამჟამად კ. ჟევაგო იმყოფება საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უკრაინულ მხარეს უარი უთხრა ექსტრადიზიციაზე”, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკრაინაში კიდევ 18 მოსამართლის წინააღმდეგ მიმდინარეობს.


„ზუსტად 5 წუთში კიევში დაგეგმილია НАБУ-ს ბრიფინგი მოსამართლეთა საქმეზე. რომ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ეხება: წუხელ, გვიან საღამოს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დიდი ოდენობით (3 მლნ აშშ დოლარი) ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვ. კნიაზევი.


ასევე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 18 (!) მოსამართლის წინააღმდეგ. არაოფიციალური ცნობებით, მოსამართლეს ქრთამი გადაუახადა ოლიგარქმა კ. ჟევაგომ, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება ბანკის “ფინანსები და კრედიტი” გაკოტრების საქმეზე. ამჟამად კ. ჟევაგო იმყოფება საფრანგეთში, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უკრაინულ მხარეს უარი უთხრა ექსტრადიზიციაზე.


დასკვნები: 2021 წლის სექტემბერში მიღებული კანონის მიუხედავად, უკრაინაში ჯერ კიდევ არ შექმნილა ოლიგარქების რეესტრი და ისინი შეხმატკბილებულად თანაცხოვრობენ სასამართლო სისტემასთან ამერიკელების დაკომპლექტებულ ნაქებ სისტემაში უკვე ამ ეტაპზე გამოვლინდა 19 (!) მსუყე, კორუმპირებული მოსამართლე ახლა კი დაველოდოთ ბრიფინგს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930