გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური OECD-ის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

16-05-2023

სასტუმროში „ბილტმორ თბილისი" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მასპინძლობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის (გლობალური ფორუმი) კომპეტენტურ უწყებათა რიგით მე-10 ყოველწლიურ კონფერენციას. აღნიშნული კონფერენცია საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის, საგადასახადო ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების განხილვას ეძღვნება. ამასთან, ღია დისკუსიის ფორმატში, მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებსა და წარმატებულ გამოცდილებას.


კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელმა ზაიდა მანატამ.


შემოსავლების სამსახურის უფროსმა ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრ სახელმწიფოებს შორის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა.


,,ჩვენ, სრულად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრა. ეს მიმართულებებია: ინფორმაციის გაცვლის სტანდარტები და მათგან გამომდინარე ფორმალობები, ასევე საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. ურთიერთდახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავუმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ყველანი აღმოვჩნდით. საგადასახადო ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, რათა ერთის მხრივ მაქსიმალურად შევძლოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების მობილიზება, ხოლო მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა ბიზნეს ოპერატორებს. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის უკეთ განხორციელებისთვის. 90 დღეში, უკვე შესაძლებელია გავცეთ პასუხი შემოსული მოთხოვნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ჩვენ ძალიან გვახარებს აღნიშნული შედეგი. დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო გლობალური ფორუმის სამდივნოს ჩართულობისა და თანმშრომლობისთვის",- განაცხადა ლევან კაკავამ.


შეხვედრას, ესწრებიან გლობალური ფორუმის 81 წევრი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები.

კონფერენციის ფარგლებში, გლობალური ფორუმის სამდივნოს ხელმძღვანელი ზაიდა მანატა გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930