გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაურ დარგალი: შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები, ქმნის ყველა პირობას, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი

16-05-2023

აზერბაიჯანი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა, ჩვენი ურთიერთობები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა,”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა განაცხადა. პარლამენტის წევრმა, ასევე ისაუბრა ჰეიდარ ალიევის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებების შესახებ, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა.

 

,,ჰეიდარ ალიევს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში, გაძლიერებაში, ზოგადად, დღევანდელი რეგიონის უსაფრთხოების, ეკონომიკური გაძლიერების განვითარების მიმართულებით.

 

დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს და სპიკერთან ერთად აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სესიაში ვიღებთ მონაწილეობას და ჩვენი შეხვედრები გრძელდება. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ორივე შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობა, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის.

 

ის მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ქმნის ყველა პირობას, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს უმნიშვნელოვანესი, როგორც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ზოგადად აზიასა და ევროპას შორის ბევრი მიმართულების დაკავშირებისთვის: სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და ასევე ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით,”- განაცხადა ზაურ დარგალმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930