19-05-2023
„დღეს ეს არის დემოკრატიული საქართველოს დემოკრატიული პოლიცია და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩვენებენ,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის მიმდინარეობისას, მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ უდიდესი რისკის საფასურად იცავენ ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას.
„მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები საზოგადოებას, მივესალმები ბატონ ვახტანგს [გომელაურს], შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ შემადგენლობას. მე რომ გამოვდივარ ხოლმე პოლიციის საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება სუბიექტური ვიყო, ეს მოგეხსენებათ ჩემგან გასაკვირი არ იქნება, არცერთ პოლიციელს ეს არ გაუკვირდება. ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ მათგანს და მადლობა იმისათვის რა გმირობასაც ჩადიან ყოველდღიურად, როდესაც უდიდესი რისკის საფასურად ჩვენ ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას იცავენ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024