გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ეს ძირძველი რეგიონები არც ახსოვთ: „სოხუმი და ცხინვალი არის ბალასტი, რომელიც მოსაცილებელია

21-05-2023

„აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება - „გოიმობაა“, სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა - „რეალისტური პერსპექტივა“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აგენტოკრატებს ახალი დავალება მისცეს, რომ ამ ლოზუნგებით კვლავ მოხდეს ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა და არეულობის მოწყობა.


„აი ისიც! როგორი პროგნოზირებადები ხართ. ოღონდ ამავდროულად ლაჩრები - გადამთიელის პირით ახმოვანებთ, თქვენ ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ხართ. თუმცა, აგენტოკრატების თქვენზე მიცემული ეს დავალება უმარტივესად იკითხება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - „რუსული პროექტია“.

აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება - „გოიმობაა“. სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა - „რეალისტური პერსპექტივა“. ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ეს ძირძველი რეგიონები არც ახსოვთ: „სოხუმი და ცხინვალი არის ბალასტი, რომელიც მოსაცილებელია, თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა. სოხუმი და ცხინვალი - არის კრემლის პროექტი, რათა დააშორონ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას! არა - სოხუმსა და ცხინვალს!“ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ამ ლოზუნგით ქართველ ბავშვებს კვლავ გამოიყვანენ რუსთაველზე.


როდესაც სამიოდე წლის წინ აფხაზეთის ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ 2-საათიან ინტერვიუში დავით ბერძენიშვილი დაწვრილებით ხსნიდა, თუ რატომ არაა აფხაზეთი საქართველოს ნაწილი - ის ამ დღეს გვიახლოვდება თურმე. და როდესაც დღეს ამ მორიგმა უჯიშო არა-ადამი-ანმა ამ ბრენდის გავრცელება უკვე დაიწყო, ესე იგი რეალობასთან ახლოსაა ჩვენი 30-წლიანი მოლოდინი. საკითხავია კი ერთია როგორც ყოველთვის: რა გზას ავირჩევთ - ბარაბა თუ იესო?“-წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930