გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

22-05-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 6 საკითხი განიხილეს.


განსახილველ საკითხთა შორის იყო განკარგულება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის მიხედვით, 337 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული 342 საცხოვრებელი ფართი.


დევნილები საცხოვრებელ ბინებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, გორში, გარდაბანში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ბათუმსა და მარნეულში მიიღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31