გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა

24-05-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მერვე სხდომა  გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და სხვა წარმომადგენლებმა.

 

კონფერენციის მონაწილეებმა უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების წახალისებასა და უცხოელი სტუდენტების მოზიდვისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სიმბოლოებისა და ატრიბუტების საკითხი. ღონისძიების ბოლოს კი, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნოს უფროსი აირჩიეს. 


მინისტრის ინიციატივით, რექტორთა კონფერენციის ფორმატში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრები პერმანენტული ხასიათის იქნება და საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რათა დროულად მოხდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930