გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24-05-2023

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა დაზარალებულს, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 მაისს დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კანაფი ამოიღეს.


დაკავებულს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) და 265-ე მუხლის 3-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031