გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ პანელური სესია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ გახსნა

24-05-2023

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა.

დისკუსია პანელური სესიის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა.


„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკით ყველანი ვამაყობთ. 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ევროპული ფასეულობები,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


პანელური სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პირველი რესპუბლიკის გამოცხადების წინაპირობები, პირველი და მეორე რესპუბლიკების შედარებითი ანალიზი, 26 მაისი - დამოუკიდებლობის სიმბოლო, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა აფხაზეთში (1919-1920 წწ).


ღონისძიება ევროპის აკადემიის საქართველოს რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930