გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით საერთაშორისო კონვენციების განხორციელების შედეგები და გამოწვევები წარადგინა

25-05-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, პროექტის „ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) და ბაზელის, როტერდამის, სტოკჰოლმის და მინამატას კონვენციებს შორის კოორდინაციის, შესაძლებლობებისა და ანგარიშგების გაძლიერება ეროვნულ დონეზე" ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით საერთაშორისო კონვენციების განხორციელების შედეგები და გამოწვევები წარადგინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და თითოეული კონვენციის მხარეთა შეხვედრის გადაწყვეტილებებს.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესასრულებლად, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის სფეროში. ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს მინამატას კონვენციის რატიფიცირების მიმართულებით, იგეგმება კანონმდებლობის გაძლიერება და ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაცია ბაზელის, როტერდამის და სტოკჰოლმის კონვენციების მოთხოვნების გათვალისწინებით“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა.

 

პროექტის „ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) და ბაზელის, როტერდამის, სტოკჰოლმის და მინამატას კონვენციებს შორის კოორდინაციის, შესაძლებლობებისა და ანგარიშგების გაძლიერება ეროვნულ დონეზე" მიზანია,ქვეყნაში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოდ სამართავად ინტეგრირებული მიდგომების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს ეროვნულ დონეზე ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

პროექტი ხელს უწყობს აღნიშნული კონვენციების და ქიმიური ნივთიერებების მართვის საერთაშორისო მიდგომების (SAICM) იმპლემენტაციას და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

 

პროექტს ახორციელებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECCaucasus) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930