გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით - არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების დამკვიდრება“ - მამუკა მდინარაძე

25-05-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თანახმად 26 მაისისთვის გამოყენებულ დეკორაციებზე ევროკავშირის დროშების არარსებობა ევროპული კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს.


მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში:


„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს. დღეს კი ხალხმა, რომლებსაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და შესაბამისი სიმბოლიკა აღიზიანებთ, რეგიონებშიც ჩაშალეს დავალება, დამოუკიდებლობის დღე ევროკავშირის დროშაზე მძაფრი სპეკულაციებით გადაფარონ.


ანუ ევროკავშირის სიმბოლიკა ჩართონ საქართველოს წინააღმდეგ მორიგ მავნებლურ და მდაბიო კამპანიაში. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით, საქართველოს დაზიანება ევროპელობის სახელით, ღალატი პატრიოტიზმის სახელით - არ გამოვა ჩვენს ქვეყანაში მსგავსი მიდგომების, ტრენდების თუ ცრუ ნარატივების დამკვიდრება! საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი ქართული კულტურისა და ტრადიციების, ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით და არა მის გარეშე!“ - წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუკზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31