27-05-2023
ლიბერთისა და Globalize პლატფორმის პარტნიორობის ფარგლებში, 2023 წლის 26 მაისს, ნიუ-იორკში ლეგენდარულ Webster Hall-ში კონფერენცია Globalize NY გაიმართა.
კონფერენციის მიზანი იყო ქართული დიასპორის, ინვესტორების, ტექნოლოგიებით და ინოვაციებით დაინტერესებული მხარეების, დისტრიბუტორების და საქართველოში ბიზნეს ინტერესების მქონე სხვა პარტნიორების ერთმანეთთან დაკავშირება და მათთვის ქართული პროდუქციისთვის ამერიკის ბაზარზე ქართული ბიზნესის და ტექნოლოგიების, ასევე საინვესტიციო და საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზება.
„ლიბერთი მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქართულ ბიზნესებს შეუწობს ხელს, განავითარონ საკუთარი პროდუქცია და გაზარდონ თავიანთი შესაძლებლობების არეალი. მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნეს კომპანიებს, საშუალება მიეცათ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კერძოდ ამერიკის ბაზარზეც წარმოაჩინონ თავისი პროდუქცია. ლიბერთისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ყველა ის ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დაგვაახლოებს ჩვენი ბანკის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან - ქართველ ემიგრანტებთან. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვთავაზობთ სასარგებლო და საინტერესო სერვისებს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. ორმაგად სასიხარულო და სიმბოლურია, რომ ემიგრანტებთან შეხვედრა სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა“ - აცხადებს ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
16-11-2024
16-11-2024