გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში

30-05-2023

ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი ალტერნატივების დანახვას და ახალი ბაზრების მოპოვებას სჭირდება დრო.


„ევროკავშირი, მაგალითად, ვისთანაც მე პირადად, მქონდა პატივი, მომეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეტაპობრივად ხდება ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოში. ამას დრო სჭირდება, რომ ახალი ალტერნატივები დავინახოთ, ახალი ბაზრები მოვიპოვოთ. მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი არის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. მნიშვნელოვანია, მაგრამ დიდი არ არის. ვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, როგორც უკვე ვახსენე, ვეძებთ ახალ ვარიანტებს, ალტერნატივებს და ა.შ.,"- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი 2022 წელს უკრაინასთან? - პრემიერმა ასე უპასუხა:


„არა მგონია მე ვიცოდე, ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ხომ ასეა და ბევრი სხვა მიზეზი. არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930