გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში 9 ივნისს პირველი საერთაშორისო მარკეტინგული ფესტივალი Touch.point გაიმართება

30-05-2023

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერითა და Touch Platform-ის ორგანიზებით, წელს, პირველად საქართველოში, Martech ფესტივალს - Touch.point-ს ტარდება.


Touch.point განკუთვნილია მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის (როგორიცაა: მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მარკეტინგის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, სოც. მედიის მენეჯერები, ქონთენთ მენეჯერები, კრეატიული სააგენტოს ექაუნთ მენეჯერები, სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტები, სტრატეგები, პროდუქტის ინჟინრები, ტექ. მეწარმეები თუ სხვა)

ფესტივალის მთავარი მიზანია, აამაღლოს ადგილობრივ ბაზარზე მარკეტინგული ტექნოლოგიების მიმართ ცოდნა და არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკაში ეფექტურ დანერგვას, მეტად შეუწყოს ხელი.

გაეცანით ღონისძიების სრულ „ლაინაფს“:

  • ოკსანა ვალენტელის - “TikTok”-ის კრეატიული დირექტორი, დიდი ბრიტანეთი
  • ენდი ჩაილდსი - “Meta”-ს ბიზნეს სტრატეგი და ფუტურისტი, გერმანია
  • აიშა ხანი - “NIKE”-ს კრეატიული სტუდიის კრეატიული ბრენდინგის ხელმძღვანელი, იაპონია
  • ერიკ შმალინი - “Media.Monks”-ის გლობალური მედიის ხელმძღვანელი, 2 “EMMY”-ის მფლობელი, აშშ
  • ბერნარდო გონზალეზ - “Droga5”-ის კრეატიული დირექტორი, ნიუ იორკი, აშშ
  • ლაურა ვისკო - “GREY”- ის კრეატიული ხელმძღვანელი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
  • ჯასეკ მარკოვსკი - “Google” დიცრული რეკლამის არქიტექტორი
  • ორსუნ ფისტიკი - “Salesforce” მარკეტინგის რეგიონალური ხელმღძვანელი
  • ადამ ნოვაკოვსკი - “Meta” კრეატიული სააგენტოს პარტნიორი
  • დევიდ ქოქკლი - ბიზნეს კონსულტანტი, ეფლში 27 წლიანი გამოცდილებით
  • სალი ქერქაძე - ლივინგსტონის ვებ დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • მარიამ ლელაშვილი - Optio-ს უფროსი პროდუქტ ოფიცერი
  • სანდრო ჯავახიშვილი - JWT Metro სტრატეგიის ხელმძღვანელი
  • ჯინო დოლინი - ტერმინალი, CEO
  • ნინი ჩაჩანიძე - Veli.Store, მომხმარებლის გამოცდილების ხელმძღვანელი
  • ვახტანგ მდივანი - Promofy.app, პროდუქტის ხელმძღვანელი
  • გიორგი ავალიანი - Holy Motors, დამფუძნებელი, კრეატიული დირექტორი
  • რუსუდან გიგინეიშვილი - Evido, Country Manager
  • მარიამ მენთეშაშვილი - PRS IN VIVO, ინსაითის ანალიტიკოსი
  • გიორგი კინწურაშვილი - საქართველოს ბანკი, ციფრული ბანკინგის ეკოსისტემის ხელმძღვანელი
  • შოთა ჩინჩალაძე - დამოუკიდებელი ბრენდ ექსპერტი
  • სალი დადიანი - თი ბი სი ბანკი, ციფრული ბრენდ მენეჯერი
  • გივი ჩხარტიშვილი - Hapttic, პროდუქტის ლიდი

პროგრამა დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, კრეათონით, ნეთვორქინგითა და საღამოს წვეულებით.

ფესტივალის მთავარი თემებია:

  • მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგი
  • მარკეტინგის ავტომაციების ხელსაწყოები
  • ბრენდი და კულტურა
  • მომხმარებლის ქცევა
  • ციფრული ქონთენთი და “სთორითელინგი”
  • მარკეტინგი მეტავერსში

ყველა დამსწრეს საშუალება ექნება მონაწილეობა მიიღოს AI კრეათონში და, AI-ს გამოყენებით, მარტივი ბრიფების ამოხსნაში გამოსცადოს თავი. ყყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს საინტერესო ჯილდოებიც ელის ღონისძიების პარტნიორებისგან.

სრული პროგრამა იხილეთ ვებ გვერდზე: https://touchpoint.ge/program

ეტი ინფორმაციისთვის: https://touchpoint.ge/

პირველი კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ადგილები შეზღუდულია.

ილეთების შესაძენად: https://tkt.ge/touchpoint

ფესტივალის პარტნიორები არიან: “თბილისი მედია სითი”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარაჯგუფი”, “-ბლოკი”, “კეტარის ფონდი”, “სელფი”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ევიდო”, “ალტა”, “ნოქსტონი”, “ბრიდი” “ლოვენბრაუ”, “ბორჯომი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930