გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: შემოდგომაზე მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყება

17-08-2018

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. ამიტომ შემოდგომაზე სახელმწიფო პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

ამის შესახებ ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. აქედან გამომდინარე, არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი 13 აგვისტოდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ეს ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შუეძლიათ. ამით ქრონიკულად დაავადებული მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის ამოცანა მოწყვლადი მოსახლეობისთვის სამკურნალო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისწვდომობის გაზრდაა. გასული წლის მაისში მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას", – განაცხადა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031