2-06-2023
მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. შეხვედრაზე საერთაშორისო ღონისძიების საორგანიზაციო და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ბათუმი, როგორც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძელი ქალაქი, 5-12 ივნისს 38 ქვეყნიდან უმასპინძლებს 457 მონაწილეს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. მსოფლიო ჩემპიონატი 8-დან 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის გაიმართება.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აჭარის მთავრობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბათუმის მერი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024