გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო კამალა ჰარისს ისრაელის სასამართლო რეფორმაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

7-06-2023

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ისრაელის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.


ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელში დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. კამალა ჰარისის კრიტიკას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი გამოეხმაურა.


„კამალა ჰარისს რომ ვკითხოთ, რა აწუხებს მას რეფორმაში, ის ვერცერთ პუნქტს ვერ დაასახელებს. იმ ადგილებში, სადაც მე ვსტუმრობ ადამიანებს, ვკითხე, რა აწუხებთ და ვერავინ ახერხებს თითი დაადოს იმას, რაც მათ აწუხებს. არ ვიცი, [ჰარისმა] წაიკითხა კანონი თუ არა – ჩემი შეფასება ის არის, რომ მან არ წაიკითხა. მე დიდ პატივს ვცემ ჩვენს მოკავშირეს, აშშ-ს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისს, ისრაელის ნამდვილ მეგობარს. ისრაელის სამართლებრივი რეფორმა არის შიდა საკითხი, რომელიც ამჟამად კონსოლიდაციისა და დიალოგის პროცესშია. ისრაელის სახელმწიფო კვლავაც იქნება დემოკრატიული და ლიბერალური, როგორც ყოველთვის იყო“, – განაცხადა ელი კოენმა.


ამის საპასუხოდ, ისრაელში აშშ-ის ელჩმა, ტომ ნიდესმა განაცხადა, რომ ჰარისის ყოფნა ისრაელის საელჩოს ღონისძიებაზე საუბრობს ორ ერს შორის ურთიერთობების სიძლიერეზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930