გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: მჯერა, რომ სტატუსს მივიღებთ, რადგან ევროპას სხვა გზა აღარ აქვს, მას ჰაერივით სჭირდება საქართველო და კავკასია - ხვალინდელ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ევროკავშირის წევრობა, რომელიც დღეს ჩვენთვის საოცნებოა, შესაძლოა გუშინდელი დღე იყოს

8-06-2023

„შესაძლებელია, ამ განცხადებისათვის გამაკრიტიკონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპას ჰაერივით სჭირდება საქართველო და კავკასია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ევროკავშირიც კი, რომელიც ჩვენთვის ასეთი საოცნებოა, შესაძლოა, ხვალინდელ პოლიტიკაში, სადაც ახალი რეალობა ლაგდება მსოფლიოში, ეს გუშინდელი დღე იყოს“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, მსოფლიოში შემოდის ახალი პოლიტიკური წესრიგი, რისი წყალობითაც შესაძლოა, ევროკავშირი გუშინდელ დღედ იქცეს.


„რაც შეეხება პრემიერის სიტყვით გამოსვლას ბრატისლავაში, ეს იყო საოცრად კარგი სიტყვა, ძალიან ვამაყობ! მისი ბოლო პერიოდის ყველა გამოსვლა არის ისტორიული. ევროპის მასშტაბით სადაც კი სიტყვით გამოსულა, ყველგან მკვეთრი და ძალიან კარგი, სახელმწიფოზე მორგებული პოლიტიკა გაიტანა პრემიერმა უცხოეთში.


მინდა, პრემიერის გამოსვლაზე მსოფლიო პოლიტიკის მოკლე ანალიზი გავაკეთო. დღეს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამი, რომ ისრაელს სჭირდება დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო. ისრაელმა უთხრა, ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი შიდა პოლიტიკაა და მე შენ არ ჩაგრევ, ეს თქვენი თემა არ არისო. როგორც ჩანს, ისრაელშიც სასამართლო სისტემას ეპოტინებიან.


 თურქეთის არჩევნებში რა გაუკეთეს ერდოღანს, ყველამ დავინახეთ, როგორი პიარკამპანია იყო და რა თანხები დაიხარჯა, თუმცა ვერ დაამარცხეს.

ეს ერდოღანის პირადი გამარჯვება კი არა, თურქი ხალხის არჩევანი იყო. მათ უპირატესობა მიანიჭეს არა სხვა ქვეყნის, არამედ ეროვნულ პოლიტიკას. ჩინეთმაც თითი დაუქნია რამდენიმე დღის წინ ამერიკას, ტაივანზე არც იფიქრო, აქ არ ამირიო სიტუაცია, თორემ იცოდე, ჩვენ შორის სერიოზული კონფლიქტი იქნებაო.


ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში: ევროპა ძლივს ინარჩუნებს სახეს, სახეებზეც კი ეტყობათ ევროპელ პოლიტიკოსებსა და ლიდერებს, რომ მათ უკვე უჭირთ ამ მარწუხების გაძლება, რაც მათ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლებისგან აქვთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნების შემდეგ ეს პოლიტიკა შეიცვლება ამერიკაში და მსოფლიოც ამოისუნთქებს - ეს ასე აღარ იქნება. ყველა რეგიონის ლიდერმა სახელმწიფომ, ახლო აღმოსავლეთის ლიდერმა ისრაელმა უთხრა, მე ჩემს პოლიტიკას უშენოდ განვაგებ, არ ჩაერიო შიდა პოლიტიკაშიო. ამას აქამდე არ ამბობდნენ ღიად და ერეოდა კიდეც ამერიკა ისრაელის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ რატომღაც დღეს უთხრეს, არ ჩაერიოთო; შავი ზღვის რეგიონში თურქეთმა, საზღვაო ქვეყანამ და NATO-ს წევრმა სახელმწიფომ, იგივე უთხრა; საქართველო კავკასიაში ლიდერი სახელმწიფოა და იგივე უთხრა, ჩვენი შიდა პოლიტიკა ჩვენი გადასაწყვეტია და ჩვენთვის პრიორიტეტული ეროვნული პოლიტიკააო.


არის ნახშირწყალი უფრო აღარ ვსაუბრობ შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთის სახელმწიფოებზე. თუკი ეს სახელმწიფოები გუშინ რევდნენ ამერიკას საკუთარ შიდა პოლიტიკაში, რატომ აკეთებენ დღეს ამას? - ამერიკას იშორებენ და აღარ რევენ თავიანთ შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ამასთანავე ამერიკაზე უარს არავინ ამბობს, მასთან თანამშრომლობაზე უარს არც ჩვენ ვამბობთ. ყველა ხვდება, რომ მსოფლიოში შემოდის ახალი - დაბალანსებული მსოფლიო პოლიტიკა.


თუკი დაბალანსებულ მსოფლიო პოლიტიკას ითამაშებ და შეძლებ საკუთარი სახელმწიფო პოლიტიკის იმ დონეზე აწევას, რომ შენს სახელმწიფოში ყველა ქვეყნის ინტერესი დააბალანსო შენივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ახალ პოლიტიკაში ხდები სერიოზული მოთამაშე.


დღეს ყველა სახელმწიფო, რომელიც მოერგება ახალ მსოფლიო პოლიტიკას, დარჩება მოგებული, ხოლო ვინც ვერ მოერგება - აუცილებლად წააგებს.


შესაძლებელია, ამ განცხადებისათვის გამაკრიტიკონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპას ჰაერივით სჭირდება საქართველო და კავკასია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს, რომ სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ევროკავშირიც კი, რომელიც ჩვენთვის ასეთი საოცნებოა, შესაძლოა, ხვალინდელ პოლიტიკაში, სადაც ახალი რეალობა ლაგდება მსოფლიოში, ეს გუშინდელი დღე იყოს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930