გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ აინტერესებთ მხოლოდ მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა

8-06-2023

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ ისაუბრა. იმის შესახებ თუ როგორ სთავაზობს ოპოზიცია გარკვეულ უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს საკუთარ თავს, როგორც დასაყრდენს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ისინი „ღია კარს ამტვრევენ, რომელიც შედის პოლიტიკურ ველზე, რასაც ნამდვილი ოპოზიცია ჰქვია-ქვეყნისთვის კონსტრუქციული და არა ხელისუფლებისთვის.“

 

„შეიძლება ჩვენთვის სერიოზული დისკომფორტი იყოს ოპოზიცია. ბევრჯერ გვითქვამს და გვინატრია ოპოზიცია, რომელიც რეალურ პრობლემებზე (ისაუბრებდა) რაც არის ქვეყანაში. ხომ არ არსებობს დღეს ისეთი ქვეყანა სადაც პრობლემები არ არის. რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს ყველგან პრობლემაა. ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, ეკონომიკა ლამის გაორმაგდა.

 

შეიძლება იმდენი დეტალი იყოს, სადღაც, მენეჯმენტში, არასწორად აკეთებდეს ხელისუფლება ან მისი რომელიმე რგოლი, ამაზე არავინ გელაპარაკება საერთოდ, რომელი კანონი როგორ შეიძლება დაიწეროს- არა ეს აბსოლუტურად არავის აინტერესებს. ამათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ, მავნებლობა, რომლის ბოლო უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა, თვითონ როგორ მოერგებიან, როგორ დავალებებს შეასრულებენ და ამ დავალებებს როგორ გაანაწილებენ ერთმანეთში“- აღნიშნა მდინარაძემ.

 

მდინარაძის თქმით, დღეს არ არსებობს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც პოლიტიკური ძალა და ავტორიტეტი გააჩნია.

 

„ვინმე რომ იყოს ისეთი, რომელსაც თან პოლიტიკური ძალა აქვს, ავტორიტეტი აქვს და შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე, მაშინ მივხვდებით რომელ ღია კარზე ვსაუბრობთ და კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება ეს ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ დღეს ასეთი ოპოზიცია არ გვყავს. სამწუხაროდ ეს პატარ-პატარა [პარტიები] შედარებით კონსტრუქციულს რომ ვეძახით, იმათ ასეთი პოლიტიკური ძალა არ აქვთ, პოლიტიკური რეიტინგი ამდენად არ აქვთ და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ იმდენად ბულინგდებიან, მათ ნარატივში სხდებიან. რაც მოხდა მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე. ისევ „ნაცმოძრაობის“ შიგნით გაბედა რამდენიმე ადამიანმა ევროპული რეკომენდაციისთვის მხარი დაეჭირა და რა უქნეს ნახეთ.

 

პატარა პარტიები, ერთის გარდა არ აღმოჩნდა არცერთი რომ ეთქვა: ხალხო ხომ არ გაგიჟდით, რას ჰქვია ხმას არ მიცემ. სულ რომ არ მომწონდეს ერთ-ერთი შესასრულებელი პუნქტია, ავდგები და მწვანე ღილაკს დავაჭერ ხელს და მხარს დავუჭერ ამას რომ ვიღაც მაინც ავირჩიოთ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930