გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: სჯობს ზარალის დამთვლელმა შტაბმა მუშაობა  დაასრულოს და გადაწყვეტილებებზე   მერე  ვისაუბროთ

19-08-2018

რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, კახეთში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მუშაობის დასრულების შემდეგ მოხდება.


„წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. გუბერნატორთან და მაშველებთან  კონტაქტი მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა. უკვე ადგილზეა ჩასული სოფლის მეურნობის მინისტრი. გარკვეულ გადაწყვეტილებებზე გქონდა საუბარი, თუმცა სჯობს ჯერ შტაბმა მუშაობა დაასრულოს და მერე ვისაუბროთ გადაწყვეტილებებზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.


გუშინ კახეთში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, წინასწარი ინფრორმაციით, 500 ჰექტრამდე ვენახი და ხეხილის ბაღი განადგურდა. კახეთში ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930