გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: ჩვენი ერთადერთი გზა ევროკავშირია, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს

8-06-2023

რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ერთადერთი გზა, არის ევროკავშირი, ჩვენთვის სხვა გზა, გარდა ევრო ატლანტიკური ინტეგრაციისა, არ არსებობს. ჩვენ ყველანი გავიზარდეთ და ჩვენ ვზრდით ჩვენს შვილებს იმ იდეით და შიშით, რომ ნატოს და ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთთან. მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობდა ჯერ კიდევ სსრკ-ის დაშლის შემდეგ, მაგრამ, დღეს ჩვენ აქ სხვა მოსაზრებებიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ბითაძის თქმით, ზოგიერთი ის განცხადება, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა არა დეპოლარიზაციას, არამედ პოლარიზაციას უწყობს ხელს.


მისივე თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, სწორედ ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვა იყო, შესაბამისად მან ევროპარლამენტარებს დაუსვა კითხვა, დაასახელონ, სხვა რა მიზეზი შეიძლება ჰქონოდა რუსეთის აგრესიას საქართველოსთან მიმართებით.


„ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, თუ რამდენად ვაფასებთ ევროკავშირთან პარტნიორობას, ერთად მუშაობის და ურთიერთთანამშრომლობის წლებს, საბოლოოდ რომ ვიყოთ ევროკავშირის „პოლიტიკურ საზღვრებთან“, რამდენი გავაკეთეთ ერთად თქვენი მხარდაჭერით, რომ ვიყოთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გზაზე. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მართალი გითხრათ, ის განცხადებები, რაც მესმის, ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელი და იმედის გამაცრუებელია.


თქვენი ინფორმაციისთვის, ზოგი განცხადება, რომელიც დღეს მოვისმინეთ აქ მყოფი ოპოზიციონერი კოლეგებისგან არა დეპოლარიზაციის, არამედ პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.


მე ვარ პოლიტიკოსი, ვარ საქართველოს მოქალაქე, ვზრდი ქართველებს და მაქვს ერთი კითხვა: რა არის მიზეზი, რატომ მოახდინა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია? რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოში რამდენიმე ომი ჯერ 90-იანებში და შემდეგ 2008 წელს, რატომ დაგვიწესდა ემბარგო, რატომ გვყავს დევნილები და რატომ გვაქვს შიში ყოველდღე, რომ რუსეთი თავს დაგვესხმება? არის სხვა პასუხი ამაზე? - ნამდვილად მინდა, რომ ამაზე მკაფიო პასუხი მქონდეს.


ყველამ ვიცით, რუსეთი ფიქრობს, რომ ჩვენ მათთვის ბუფერული ზონა ვართ და ნებისმიერი სხვა სახის ინტეგრაციისკენ სწრაფვა, მათთან დამატებით კონფლიქტამდე მიგვიყვანს. მე მესმის, რომ ახლა შესაძლოა ევროკავშირი და ჩვენი სხვა პარტნიორები ნანობენ, რომ 90-იანებში, 2008-ში ან უკრაინაში 2014 წელს პირველი ომის დროს, რუსეთისთვის საკმარისი სანქციები არ იყო დაწესებული. მაგრამ აქ დღეს ყველამ კარგად უნდა გაიგოთ, რამდენს ვაკეთებთ და რამდენს ვცდილობთ, რომ ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მეორე მხარეს კი გვაქვს შიდა პოლიტიკური ტურბულენტობა“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930