გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში ექსპორტის 45 მენეჯერი გადამზადდა

20-06-2023

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დამატებით 45 ექსპორტის მენეჯერი გადამზადდა.

პროგრამა სააგენტოს ინიცირებითა და ორგანიზებით, USAID-ის მხარდაჭერით და კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება.

ექსპორტის მენეჯერთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიებას პროექტის მხარდამჭერები, პარტნიორები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.


„ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება და ადგილობრივი კომპანიების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეფექტური ოპერირება ჩვენი სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლიდან, ყოველწლიურად, სააგენტო ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსს მართავს, , რომელიც ქართული ბიზნესების უცხო ბაზრებზე ღირსეულად პოზიციონირებას უწყობს ხელს. წელს ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით და პარტნიორების დახმარებით, კერძო სექტორს დამატებით 45 ახალი, გადამზადებული ექსპორტის მენეჯერი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ამ წლის პირველი ნაკადი. წლის ბოლომდე ექსპორტის მენეჯერების მეორე ნაკადი, ქუთაისში გადამზადდება", - აღნიშნა „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა.


ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი 2015 წელს დაიწყო და დღეის მდგომარეობით კურსდამთავრებულთა რიცხვმა 460-ს გადააჭარბა.


პროგრამა მიზნად ისახავს ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადება/გადამზადებას საწარმოებში საექსპორტო ოპერაციების გაუმჯობესების და ექსპორტის სტიმულირების მიზნით. კურსი 15 მოდულისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ისეთ საგნებს, როგორებიცაა საქონლის წარმოშობა, ინკოტერმსი, ხარისხის ინფრასტრუქტურა და .ა.შ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930