გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ახლა რაც არ უნდა გააკეთოს ნიკა გვარამიამ, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პრეზიდენტი - საზოგადოება მას მოსთხოვს პასუხს ნებისმიერ იმ რადიკალური ქმედებაზე, რასაც ნიკა გვარამია ჩაიდენს

23-06-2023

„სალომე ზურაბიშვილმა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ თქვა, რადგან არც ჰქონდა სათქმელი. ხომ არ იტყოდა, გვარამია ღვინოში რასაც აკეთებდა, ან ეკლესიას რომ აგინებდა, ან რომ ბილწსიტყვაობდა, ამის გამო შევიწყალეო“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“.


მისი თქმით, პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალებით ისეთი ტვირთის აწევა მოინდომა, რომლის რესურსიც მას არ გააჩნია.


„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლის ქვეშ არის მიღებული. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტი გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი არ არის. სხვა გზა არ ჰქონდა, ეს გადაწყვეტილება უნდა მიეღო.


ამიტომ, წინასწარ თქვა, რომ ვითომ ხელისუფლება ემუქრებოდა და შესაბამისად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა. არ გაუვიდა ეს ნომერი.


საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, თუნდაც იმით, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტები და საფუძვლები არ თქვა, რადგან არც ჰქონდა სათქმელი. ხომ არ იტყოდა, გვარამია ღვინოში რასაც აკეთებდა, ან ეკლესიას რომ აგინებდა, ან რომ ბილწსიტყვაობდა, ამის გამო შევიწყალეო. ეს გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უთხრეს. მაგრამ, პრეზიდენტის მხრიდან რამდენიმე შეცდომაა დაშვებული: საზოგადოებას რომ შეურაცხყოფა მიაყენა, როცა შეწყალების არგუმენტაცია არ თქვა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთი აიკიდა, ეს ერთია და მეორე - პრაქტიკულად, ყველა ის ნეგატივი შეიზილა, რაც ნიკა გვარამიას აქამდეც ჰქონდა და სავარაუდოდ, ამის მერეც მიმართავს რადიკალურ პროცესებს - ბილწსიტყვაობას, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, ეკლესიის თუ ტრადიციების შეურაცხყოფას და ა.შ.


რეალურად, პრეზიდენტმა ისეთი წონის შტანგის აწევა მოინდომა, რომლის რესურსიც მას არ გააჩნია. ჩვენ ვნახავთ უახლოეს მომავალში, რომ ვერ შეძლებს ის ამ ტვირთის ზიდვას. რაც არ უნდა გააკეთოს ახლა ნიკა გვარამიამ, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მან ამ ქმედებით თქვა, რომ ის არის ნიკა გვარამია, ის იღებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, საზოგადოებაც მას მოსთხოვს პასუხს ნებისმიერ იმ რადიკალური ქმედებაზე, რასაც ნიკა გვარამია ჩაიდენს. არ მგონია, ამხელა ტვირთის ზიდვის შესაძლებლობა ჰქონდეს ისედაც, სამწუხაროდ, რეპუტაცია შელახულ ქალბატონ პრეზიდენტს. მას ჰქონდა შანსი, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ისე მისულიყო, წითელი ხაზები არ გადაეკვეთა, მაგრამ, მან ეს წითელი ხაზი ისე გადაკვეთა, თითქოს, წინაპრებმა დაუტოვეს ეს პოსტი და პირიქით, საზოგადოებას აყვედრებს კიდეც - მე ასე მინდა, მე მეკუთვნის ეს ფუნქციაო. სალომე ზურაბიშვილს სინამდვილეში ეკუთვნის ის ფუნქცია, რომ საზოგადოებამ აირჩია ის და მის წინაშეა ანგარიშვალდებული.


მაგრამ, ვიცით მისი არაადეკვატური ხასიათი, რომლის გამოც სულ აქვს კომპლექსი, რომ მაგალითად, არ დასვეს იქ, სადაც ეკუთვნის; პირველი არ გამოვიდა იქ, სადაც უნდა გამოსულიყო; მისი ფაფა სხვამ შეჭამა და ასეთი ბავშვური კომპლექსები. ეს გამოიყენა სწორედ იმ უცხოურმა ძალამ, რომელმაც დაარწმუნა, რომ მას, როგორც პრეზიდენტს ჩაგრავენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვარამიას შეწყალებით მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს და ის გადაწყვეტილება მიაღებინეს, რომელსაც ვერ ზიდავს.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930