გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: გლობალურმა ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა"

23-06-2023

გლობალური ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა" Credit Suisse-ზე, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და Credit Suisse-ისთვის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდის დაკისრებას.

 

აბაშიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხარეს სიმართლეა და მან კარგად იცის, თუ რას უნდა ელოდოს არაკეთილმოსურნე აქტორებისგან.

 

“გლობალურმა ომის პარტიამ სანქციები შეუკვეთა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და პასუხად ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი "ჩამოუვიდა" Credit Suisse-ზე. ბიძინა ივანიშვილის მხარეს ურყევი სიმართლეა და საქართველოს თავდადებისთვის მას ვერანაირი პირდაპირი თუ ირიბი სანქციებით ვერ დააშანტაჟებენ. მავანნი ცუდად იცნობენ მის უკიდურესად მომთმენ ბუნებასაც.

 

თუმცა, ივანიშვილმა თავად უფრო მეტად იცის, რომ დარტყმების სხვა რაუნდებიც ელის არაკეთილმოსურნე გარე აქტორებისგანაც, რასაც, დარწმუნებული ვარ, ასევე უდრტვინველიად და თანმიმდევრულად მოიგერიებს” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930